LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მამის ასლია“ – მადონასა და გაი რიჩის 20 წლის ვაჟი მოდელი გახდა

127
Untitledyyyy

ბოლო პერიოდში გარკვეული ტენდენცია შეინიშნება, რომ ცნობილი წყვილების შვილები თავიანთ ძალებს მოდის სამყაროში აქტიურად ცდიან. მაგალითად, კეიტ მოსის ქალიშვილი – ლილა, ჯუდ ლოუს შვილი – აირისი, მადონას ქალიშვილი –  ლურდესი უკვე წარმატებული მოდელები არიან, ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მათ რიცხვს მადონასა და გაი რიჩის 20 წლის ვაჟი, როკო შეუერთდა.

როკოს ფოტოები მამაკაცური გამოცემის, The Rake-ს აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა. ვარსკვლავური წყვილის ვაჟმა 50-იანი წლების, რეტრო-სტილი მოირგო.

„მამის ასლია“, „დიდი მომავალ აქვს“ , – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ახლა ის ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია და სავარაუდოდ მას დიდი სამოდელო კარიერა ელოდება წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები