LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას

58
210893038-4184461221643505-49225017656482576-n

არაფერი ხდება, მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ნათია თურნავას განმარტებით, თემა დაპირისპირების შესახებ მოგონილია და მთავრობა მუშაობას კოლეგიალურად და ერთიანად განაგრძობს.

“ჩვენ ძალიან კარგი კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს. ახლაც მიმდინარეობს საბჭო, რომელიც პანდემიის მართვას ეხება და ყველაფერს ვწყვეტთ კოლეგიალურად. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ასე ვთქვათ, ეს არის „ ყურით მოთრეული“ თემა. ეს არის მოგონილი თემა, თითქოს რაღაც ხდება. არაფერი ხდება, მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები