LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიცი, რას ნიშნავდა გენოს ცრემლები, ეს მედალი გარდაცვლილი მწვრთნელისთვის და ლადო ხინჩეგაშვილისთვის უნდა მიეძღვნა, რომელიც კოვიდმა ისეთ დღეში ჩააგდო, თავიდან ისწავლა სიარული…“

373
ladogeno

სოციალურ ქსელში მომხმარებელი, სახელად ქეთი ქიშკო ავრცელებს სტატუსს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის შესახებ და წერს:

„გენოს და ლადო ხინჩეგაშვილს მწვრთნელი გარდაეცვალათ რამდენიმე თვის წინ, ლეგენდარული პიროვნება ბატონი ნუგზარ სხიერელი, მოულოდნელად, გულით.  ლამის გაგიჟდნენ ბიჭები, ისე განიცადეს? უბეში რომ ზრდიდა, ისეთი მამა დაკარგეს! პლუს ბიჭებმა კოვიდი გადაიტანეს, საკმაოდ მკვეთრად? ძალიან ვიტირე, რადგან გენოს ცრემლები ვიცი, რასაც ნიშნავდა, მას უნდოდა, ეს მედალი მიეძღვნა ბატონი ნუგზარ სხიერელისთვის და ლადოსთვის (რომელმაც კოვიდის გამო სამუდამოდ  დაასრულა კარიერა, ისეთ დღეში ჩააგდო კოვიდმა,? ბიჭმა თავიდან ისწავლა სიარული).

იმიტომ ეტკინა იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლებოდა სტკენოდა გენოს…

პ.ს მილიონი რა  მოსატანია ამ ყველაფერთან  საერთოდ! გენო შენ ხარ ოქრო თვითონ! მადლობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები