LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები უნდა გამკაცრდეს და ბინაზე მეთვალყურეობის მექანიზმები გაუმჯობესდეს, პაციენტები დღეების განმავლობაში არ უნდა ელოდნენ ექიმის ზარს – მაია ბუწაშვილი

130
მაია ბუწაშვილი

„ფორტუნას“ ეთერში კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა კლინიკების გადატვირთულობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მთავარი გზა ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების გამკაცრება და კოვიდპაციენტთა ბინაზე მეთვალყურეობის მექანიზმების გაუმჯობესებაა.

„კლინიკები გადატვირთულია, ონლაინ კონსულტაციები რომ დროული იყოს, კლინიკებში ამდენი ადამიანის გადაყვანა აღარ გახდება საჭირო და ადგილების ასეთი დეფიციტი არ გვექნება.

ცოტა გაუმჯობესდა სიტუაცია, მაგრამ მაინც ვხედავთ ზედმეტ ჰოსპიტალიზაციას, უნდა გამკაცრდეს კრიტერიუმები და ბინაზე მკურნალობა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს.

საჭიროა ონლაინ კონსულტაციებში მეტი ექიმის ჩართვა. მზარდი ინფიცირების ფონზე გასაგებია, რომ ისინი გადატვირთულები არიან, მაგრამ პაციენტები დღეების განმავლობაში არ უნდა ელოდებოდნენ მათ ზარს.

ონლაინ კონსულტაციები თუ უფრო მეტად ეფექტური იქნება, ამდენი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანაც აღარ გახდება საჭირო და საწოლფონდის ასეთი დეფიციციტი არ გვექნება ქვეყანაში.“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

ამავე თემაზე:

“სიკვდილობა, სამწუხაროდ, შეიძლება კიდევ გაიზარდოს” – როდის დასრულდება პიკური პერიოდი: მაია ბუწაშვილის განმარტება

ტურისტები იმ ქვეყნებიდან შემოდიან, სადაც ძალიან მძიმე ეპიდვითარებაა – არ ვართ დარწმუნებულები, რომ საზღვარზე ვალიდური დოკუმენტებით ვუშვებთ: მაია ბუწაშვილი

ინფიცირებულები თავისუფლად გადაადგილდებიან საზოგადოებაში და არც იზოლაციის წესებს იცავენ კონტაქტები – კიდევ ერთი ლოქდაუნი კატასტროფა იქნება: მაია ბუწაშვილი