თურქეთში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააპატიმრეს.
თურქული მედიასაშუალების ცნობით, ოთხმა ეჭვმიტანილმა 2 აგვისტოს მუღლას პროვინციის ორ რაიონში მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. სასამართლომ სამ მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
გარდა ამისა, ბოდრუმის რაიონში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით კიდევ სამი ადამიანი დააპატიმრეს.