LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს ახალ თავმჯდომარეს ხვდებიან.

44
გიორგი კალანდარიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გიორგი კალანდარიშვილს ხვდებიან.

მხარეები გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მართავენ, რომელზეც ცესკოს მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილ აქტივობებს განიხილავენ.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე იქნა გადადგმული იმისთვის, რომ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში” გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კომისიის მიზანია პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და მივიღოთ ინკლუზიური განხილვის, დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

“უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რაც გულისხმობს, რომ ამ პროცესში იყვნენ ჩართულები როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები”, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.