LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში – „ფორბსი“ ვარძიაზე

88
230786713

„მსოფლიო პანდემიის პირობებში, მაშინ როდესაც ყველა ტურისტული ქვეყანა აქტიურად ცდილობს, პოზიციონირება მოახდინოს ამა თუ იმ მიმართულების და ძალიან დიდია კონკურენცია, „ფორბსის“ მიერ შვიდეულში საქართველოს და კონკრეტულად ვარძიის აღიარება, არის ერთ-ერთი ძალიან დიდი წარმატება და სასიხარულო ამბავი“, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ შეგვიწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ნიშა შევინარჩუნოთ და პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ძალიან მინიშვნელოვანი და წამყვანი ტურისტული მიმართულებისა, თუ პროდუქტების.

შეგახსენებთ, Forbes ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის დათვალიერებაც Covid-19-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის დათვალიერებას ურჩევს.

„ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით. 300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული ქვაში და 28 მარანი მათი თიხის ქოთნებით. გარდა ამისა, მისი გალერეების შესწავლისას შესაძლებელია მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის თამარის პორტრეტის პოვნა, რომელიც დაკავშირებულია ვარძიის მონასტრის ისტორიასთან”, – აღნიშნულია სტატიაში.

Forbes-ის ესპანური გამოცემა მკითხველს ვარძიაში მოსახვედრად საქართველოში არსებულ კოვიდშეზღუდვებს აცნობს და წერს, რომ საჭიროა სრული ვაქცინაციის საბუთი და უარყოფითი PCR ტესტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები