საქართველოში სულ მცირე 1 აცრა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, ქვეყანაში 583 647 აცრა ჩატარდა, სრულად, ორი დოზით აცრილია 182 915 პირი.
გუშინ, 1 დღის განმავლობაში ვაქცინირებულთა რაოდენობას კიდევ 19067 ადამიანი დაემატა.
ბოლო 24 საათში ვირუსის 3780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გაიზარდა მსხვერპლთა რაოდენობა. კორონავირუსისგან კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა