LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი დევნა პუტინის პირდაპირი შეკვეთაა, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილს 2 მილიარდი დოლარი მისცეს, ოღონდ საქართველოს წინსვლა შეეჩერებინათ: სააკაშვილი

75
მიხეილ სააკაშვილი

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მზად არიან, აღადგინონ ურთიერთობა, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, აღნიშნულ განცხადებას კი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ რუსებმა ძალიან კარგად იციან – ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილის მხარეზეა და ითხოვენ მის დაბრუნებას ქვეყანაში.

განცხადების შეფასების დროს სააკაშვილი აღნიშნავს, რომ რუსებმა იციან, შანტაჟი წარსულში ხშირად ჭრიდა და მაშველ რგოლს უგდებენ ბოლომდე გაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულ ხელისუფლებას.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, დევნა, რომელიც მის წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ვლადიმირ პუტინის პირდაპირი შეკვეთაა და აქვე ამბობს, რომ ვერანაირი ასეთი განცხადება ქართველ ხალხს თავის არჩევანზე ხელს ვერ ააღებინებს და ასევე, არ შეაცვლევინებს გეგმებს თავად სააკაშვილს:

“რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს მხარეზეა და ითხოვენ ჩემს დაბრუნებას საქართველოში.

მათ კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი. მათ ასევე იციან, რომ შანტაჟი წარსულში ხშირად ჭრიდა და პრაქტიკულად, მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის, ბოლომდე გაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულ ხელისუფლებას.
მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ არავისთან არ გვინდა კონფრონტაცია, მათ შორის არც რუსეთთან, ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა არცერთი მხრიდან, მაგრამ ვერანაირი ასეთი განცხადებები ვერ ააღებინებს ქართველ ხალხს თავის არჩევანზე ხელს და მით უმეტეს, არ შემაცვლევინებს ჩემს გეგმებს.

მათ იმდენად სააკაშვილი არ აშინებთ, რამდენადაც ჩემთან ასოცირებული, საქართველოს სწრაფი განვითარება და წარმატება.
მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, არეულობა და ქართველი ხალხი იხრჩობოდეს სიღარიბის ჭაობში.

მთელი ეს დევნა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ახლა მაინც უნდა მიხვდეს ყველა – არის პირდაპირი შეკვეთა პუტინის და რუსეთი, არც არასდროს არ მალავდა ამას, რომ ივანიშვილი ჩემს მიმართ, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნით, ცარიელ ადგილზე, აუცილებლად ახდენდა სისხლის სამართლის საქმეების შექმნას, რათა ესიამოვნებინათ მათ, ხელისუფლებაში მომყვანებისთვის, რომელთაც თავის დროზე, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილის მისცეს ორი მილიარდი დოლარი – ოღონდ შეეჩერებინათ საქართველოს განვითარება და წინსვლა.

ჩვენ ბოლომდე წავალთ საქართველოს გასათავისუფლებლად და შემდეგ, აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობას, ყველა ჩვენს მეზობელთან.” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არიან აღადგინონ ურთიერთობები, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. – “რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის.” – ამბობს ბიკანტოვი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები