LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია, თითქოს ტატუნაშვილს მარჯვენა ხელზე თითი მოკვეთილი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება – ოჯახი

82

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხედარს მარჯვენა ხელზე თითი მოკვეთილი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, გადმოსვენების პროცესში თითი მოკეცილი იყო, რამაც გაუგებრობა გამოიწვია.   ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, ასევე, აცხადებენ, რომ მარჯვენა ხელის მტევანი ძალიან დაზიანებული აქვს, მას მოტეხილობები აღენიშნება, რაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

ოჯახის თქმით, არჩილ ტატუნაშვილს სახის არეში, კერძოდ ცხვირის მიდამოში დაზიანებები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს. ცხედარი ჯერ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზე გადაასვენეს, შემდეგ კი ოჯახს დაუბრუნეს.

ცხინვალის ციხეში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები