LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KTW ჯგუფმა „ახაშენი ღვინის კურორტის” გახსნა გადადო

219

KTW ჯგუფმა „ახაშენი ღვინის კურორტის” გახსნა გადადო. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გახდა.

”კომპანია KTW ჯგუფი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპული ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებსა და სრულიად საქართველოს.
KTW ჯგუფმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, 24 მარტს, 14:00 დაგეგმილი ღონისძიება, ახალი სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტის” ოფიციალური საზეიმო გახსნა გადადო”, – აცხადებენ KTW ჯგუფში.

მათივე ცნობით, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, ფაფრის ველზე, სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტის” გახსნის თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას, კომპანია KTW ჯგუფი მოგვიანებით, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები