LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიკეთეთ პირბადე, ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერ არ არის: ამირან გამყრელიძე

78
ამირან-გამყრელიძე

რისკები ძალიან მაღალია, ეპიდსიტუაცია სერიოზულადაა გაუარესებული – ამირან გამყრელიძის განცხადებით დღეს ერთადერთი გამოსავალია რეკომენდაციციების მკაცრად დაცვა.

ამირან გამყრელიძის თქმით იმუნიზაცია და პირბადე ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

“მაინც და მაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს?! გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ შენობებში”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განნცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის გაინტენსიფიცირება.

როგორც გამყრელიძე ამბობს, 20 000 ვაქცინირებული დღეში საკმარისი არ არის.

“გვინდა 25 000, კიდევ უკეთესი იქნება დღეში 30 000. შესაძლებელია, რომ 30 000 აცრაზე ავიდეთ ერთი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.