LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამაჩაბლოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ორგანული კომბუჩას საწარმო იხსნება

95
UMBRELLA

სოფელ ყარაფილაში ორგანული კომბუჩას საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულდა და მიმდინარეობს მოპირკეთებისა და გარე ტერიტორიის განახლების მცირე სამუშაოები, – ინფორმაციას პროექტი USAID/Zrda ავრცელებს, რომელიც წერს, რომ აღჭურვილობის მონტაჟი სრულყოფილად მიმდინარეობს და კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2021 წლის აგვისტოს ბოლოს/სექტემბრის შუა რიცხვებში ობიექტი მზად იქნება ტესტირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ USAID/Zrda, სს „საპარტნიორო ფონდი“ და მისი დაფუძნებული „სტარტაპ საქართველო“ თანამშრომლობენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, სამიზნე თემებისთვის, ინვესტიციების მოძიების მიზნით. USAID/Zrda-სა და სს „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს სტარტაპერებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააარსონ ახალი საწარმოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები