LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის: მარინა ეზუგბაია

94
მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის”

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ აუცილებელია ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს. მისი თქმით მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინაცია ჩაიტარონ უშიშრად, რადგან არ არსებობს საშიში გართულებები.

“აღმოჩნდა, რომ ინფიცირების 95 პროცენტზე მეტი არის არავაქცინირებულებში და ლეტალობა 99,8 პროცენტი არის არავაქცინირებულ პირებში. “

ვაქცინირებულ ადამიანებში დაავადება მიდის მსუბუქად და მათთან ლეტალობა არ დაფიქისრებულა. ეს არის ამოსავალი წერტილი და მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ ორსული და მეძუძური ქალების აცრასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ერთმნიშვნელოვანია. ასეთ დროს, ეზუგბაიას თქმით, მდგომარეობა უნდა შეაფასოს ექიმმა.

“ასეთ შემთხვევაში ნამდვილად უსაფრთხოა „ფაიზერით“ ორსულებისა და მეძუძურების აქცია. „ფაიზერის“ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ უსაფრთხოა ორსულებისთვის. ვაქცინაცია ყველა პირისთვის ის არის ნებაყოფლობითი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.