მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მარკეტინგისა და გაყიდვების “ შემსწავლელი კურსი მცხეთის, თელავის, წყალტუბოს, სტეფანწმინდას, თიანეთის, გორის, კასპის და ხაშურის განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდა.
„ტრენინგი სასტუმროების 100-მა თანამშრომელმა გაიარა. სწავლება შემდეგ თემატიკას მოიცავდა: მარკეტინგის როლი სასტუმროს ბიზნესში, ინტერნეტ მარკეტინგი ( Booking.com, facebook, Airbnbდა სხვა) ბაზრის კვლევა და კონკრეტული გარემო, სასტუმროს მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება. შიდა მარკეტინგი და ა. შ. მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.