LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი: „დღევანდელი, ბოლო ტალღა პანდემიისა, აუცრელების ტალღაა“

1567
revazbochorishvili2010

საფრანგეთში მომუშავე ქართველი მეან-გინეკოლოგი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აცრის გაკეთება დღევანდელ დღეს, როდესაც ამისი შესაძლებლობა არსებობს…

რევაზ ბოჭორიშვილი:

„გუშინ კიდევ წავიკითხე ერთგან, პანდემიის დროს აცრა არ შეიძლება და ეგო სახელმძღვანელოებში ეწერაო… ნამდვილად არ მახსოვს სად ეწერა… დღეს კი, 2021 წელს,  მსგავსი განცხადების სამეცნიერო დასაბუთებას ვერ მივაგენი.

პირიქით, უამრავი მონაცემის მიხედვით სწორედ პანდემიების დროს იწყება ვაქცინების ძებნა, შესწავლა გამოცდა და რაც მთავარია, მასობრივი გამოყენება. პოლიომიელიტის დამარცხების ისტორია საუკეთესო მაგალითია ამისი.

ბევრმა არაექიმმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა აღარც კი იცის, რა არის პოლიომიელიტი, არადა, წინა საუკუნის  60-იან წლებამდე, ის მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ ვირუსულ გამოწვევად მიიჩნეოდა. სალკისა და საბინის “ექსპერიმენტული” (იმ დროისთვის) ვაქცინის დამსახურებაა მისი დავიწყება.

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება… მხოლოდ ე.წ.“ „ესპანურ გრიპს” გავიხსენებ, რომელმაც 20-დან 50-მდე, ზოგი გათვლით კი, 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სანამ უვაქცინობის ეპოქაში “ჯოგურ იმუნიტეტს” არ მიღწია კაცობრიობამ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისევ გავიმეორებ, აიცერით! დღესვე, ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით. დღეს პრაქტიკულად არ არსებობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის უკუჩვენება! უიშვიათესი უკუჩვენება მხოლოდ კომპეტენტურმა პროფესიონალმა უნდა დაასაბუთოს. დღევანდელი, ბოლო ტალღა პანდემიისა აუცრელების ტალღაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები