“ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა – ბიძინა ივანიშვილს, სამუზეუმო სიმდიდრე – საპატრიარქოს, აი ის მიზანი, თუ რატომ დაინიშნა ყველაფრის შემსრულებელი წულუკუიანი კულტურის მინისტრად.” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე და ეხმიანება კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნას პრემიერისადმი – საქართველოში ჩამობრძანებული ანჩისხატი საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიას გადაეცეს.
საქართველოს პატრიარქი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს
გოცირიძე ამბობს, რომ ამ თხოვნას ხელოვნების მუზეუმში დაცული კუტურული მემკვიდრეობის სხვა უნიკალური საგანძურის დათმობაც მოჰყვება.
“ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელსაც მოჰყვება ხელოვნების მუზეუმში დაცული კუტურული მემკვიდრეობის სხვა უნიკალური საგანძურის დათმობა.
ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა – ბიძინა ივანიშვილს, სამუზეუმო სიმდიდრე – საპატრიარქოს, აი ის მიზანი, თუ რატომ დაინიშნა ყველაფრის შემსრულებელი წულუკუიანი კულტურის მინისტრად.
ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა! ეს უკვე მეტისმეტია!” – თქვა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და ხელოვნების მუზეუმში დაცული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს.