LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიაში ვისკის საწარმოო ნარჩენებით საწვავი შექმნეს

35
scotlandautonews

შოტლანდიური ვისკის Glenfiddich-ის მწარმოებელმა თავისი სატვირთო ავტომობილები ისე გადააკეთა, რომ მათ მუშაობა მინიმალური გამონაბოლქვის მქონე ბიოსაწვავით შეძლონ. ამ საწვავს ბრენდი ვისკის დისტილაციის დროს მიღებული ნარჩენებით ამზადებს. Glenfiddich–მა შოტლანდიის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, თავისი ქარხნის ტერიტორიაზე დასამუხტი სადგურები უკვე დაამონტაჟა.

როგორც გამოცემა Autoblog იუწყება, ვისკის წარმოების დროს დამზადებული საწვავი მავნე მინარევებს მინიმალური რაოდენობით შეიცავს, ამიტომ გარემოს თითქმის არ აზიანებს.

Glenfiddich წელიწადში 14 მილიონ ბოთლ ვისკს ყიდის, შესაბამისად ნარჩენების გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბიოსაწვავი ჰაერის დაბინძურებას დიზელთან შედარებით 95%–ით ამცირებს და გარემოში მავნე ნაწილაკების გავრცელება 99%–ით უფრო ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები