ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები სერიალის „გვირგვინი“ მეხუთე სეზონიდან. მთავარი ინტრიგა აქ დედოფალ ელისაბეთის როლის შემსრულებელია. მეხუთე სეზონში მონარქის როლს 65 წლის მსახიობი იმელდა სტონტონი განასახიერებს. ეს უკანასკნელი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტია ფილმიდან „ვერა დრეიკი“. მსახიობი ცნობილი გახდა დოლორეს ამბრიჯის როლით „ჰარი პოტერიდან“.
სერიალის „გვირგვინის“ მეხუთე სეზონი 90-იანი წლების სამეფო ოჯახის ისტორიას გვიყვება. ცნობილია, რომ ახალ სეზონში პრინცი ფილიპის როლს ლესლი მენვილი შეასრულებს, პრინცესა დაიანას როლს კი, ელისაბეტ დებიკი აასრულებს, დომინიკ უესტს კი მაყურებელი პრინცი ჩარლზის როლში იხილავს.