ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილია. ისინი სოციალურ ქსელში ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ტროლავენ და გამომწერებს ახალისებენ.
„ვემუდარებოდი, ჩემთან დაწოლილიყო“ – რაიან რეინოლდსი ბლეიკ ლაივლისთან რომანის დასაწყისს იხსენებს
ცოტა ხნის წინ წყვილმა ფოტოები გაავრცელა, მათ 10 წლის შემდეგ თავიანთი პირველი პაემანი გაიმეორეს. ცნობისთვის, რაიანი და ბლეიკი ერთმანეთს 10 წლის წინ ბოსტონში მდებარე იაპონურ რესტორანში შეხვდნენ.
„ეს ადგილი რომ არა, ერთად არ ვიქნებოდით. 10 წლის შემდეგ პირველ პაემანზე ისევ დავდივართ, თუმცა უფრო კომფორტული ფეხსაცმლით“, – წერს ბლეიკი.