LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-6 ივლისს სახელმწიფო გაუქმდა: ძალადობას მწვანე შუქი აუნთო პრემიერმაც და ეკლესიამაც. არც არავინ დასაჯეს, რადგან ძალადობაზე ხსნილია: ბაია პატარაია

78
ბაია პატარაია

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, „5-6 ივლისს სახელმწიფო გაუქმდა: ძალადობას მწვანე შუქი აუნთო პრემიერმაც და ეკლესიამაც. არც არავინ დასაჯეს, რადგან ძალადობაზე ხსნილია…“.

მისივე თქმით, 2 დღეა „ქალთა ჯგუფში“ წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და დანის ტარების შესახებ ისმევა კითხვები, რადგან „სინამდვილეში დაცული არავინაა“.

პატარაია წერს, რომ „თუ არ ვმობილიზდით და პოლიტიკურ წინააღმდეგობაში თუ არ გადავზარდეთ ჩვენი ენერგია, აღარც დანა გვიშველის და აღარც წიწაკის სპრეი, რადგან სახელმწიფო და პოლიცია გვყავს დასაბრუნებელი“.

  • „ქალი დაბალი ღობეა კაცისთვის, რადგან ქალს ან საკმარისი ფიზიკური ძალა არ აქვს, ან ძალა რომც ჰქონდეს, ცემის და მოგერიების არაფერი გაეგება.
  • უცხოელიც დაბალი ღობეა, რადგან მას ძმაბიჭები და სხვა კაცები აქ არ ჰყავს, რომლებმაც მერე შეიძლება მოგძებნონ თავ-ყბის დასამტვრევად.
  • უცხოელი ქალი საერთოდ არარაობაა, რადგან ზედა ორს ისიც ემატება, რომ გრუზინის წარმოსახვაში ყველა უცხოელი ქალი “ბოზია”.

5-6 ივლისს სახელმწიფო გაუქმდა: ძალადობას მწვანე შუქი აუნთო პრემიერმაც და ეკლესიამაც. არც არავინ დასაჯეს. ძალადობაზე ხსნილია… 

დღეს ქოცები გვეუბნებიან, რომ უცხო და განსხვავებული უნდა სცემო და არავინ მოგთხოვს ამისთვის პასუხს. ეს უცხო ჯერ გეია, მერე ტურისტია, მერე მწვანე მაისურიანი ბავშვია, მერე ჟურნალისტია, მერე ნაცია, მერე ყველაა…

(ამ ყველაში, ცხადია, ქოცებიც შედიან, მაგრამ ქოცებს ეხლა ფული და ძალაუფლება აქვთ და ჰგონიათ, დაცულები არიან). სინამდვილეში კი დაცული არავინაა.

ორი დღეა ყველა ქალთა ჯგუფში იწერება სად იყიდება წიწაკის სპრეი, ელექტრო შოკი, როგორი დანის ტარებაა დასაშვები, რომელი მობილური აპლიკაცია აგზავნის განგაშის შეტყობინებას ლოკაციის მითითებით და ა.შ. 

სახელმწიფო აღარ გვაქვს!

თუ არ ვმობილიზდით და პოლიტიკურ წინააღმდეგობაში თუ არ გადავზარდეთ ჩვენი ენერგია, აღარც დანა გვიშველის და აღარც წიწაკის სპრეი. სახელმწიფო და პოლიცია გვყავს დასაბრუნებელი“, – წერს ბაია პატარაია.

შსს ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

იარაღი ლეგალური უნდა იყოს… ან გაბედავდა თავდასხმას, ან ვერა. ან მოერეოდა, ან ვერა. ახლა ზუსტად ვიცით, რომ მოერია – ჰერმან საბო

ინგა გრიგოლია: ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც… მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ, სცემენ და თქვენ (ჯერ) არა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები