ავსტრალიელი ტურისტის დაკარგვისა და მისი ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ტურისტის საძიებო სამუშაოებში თავიდანვე იყო ჩართული და სწორედ მისი ჩართვის და მასმედიის სრული მობილიზების შემდეგ დაიწყეს შესაბამისმა უწყებებმა ტურისტის ძებნა.
ანა დოლიძე წერს, რომ „სამაშველო სამსახურის ჩართვა და ფართომასშტაბიანი ძებნა დაიწყო გუშინ, 13:30 საათიდან, როდესაც გაუჩინარებაზე ინფორმაცია პოლიციას წინა დღის საღამოდან ჰქონდა“.
„ორი სიტყვა შანეი ბრუქსის საქმის გამოძიების შესახებ. იცით, რომ მე ვიყავი ჩართული ძებნაში თავიდანვე და სწორედ ჩემი ჩართვის შემდეგ მოხდა მასმედიის სრული მობილიზება. გამოძიების ხარვეზები:
1. მხოლოდ მადლობა ეკუთვნის სამაშველო სამსახურის მოქმედებაზე და მათ თანამშრომლებზე. ადგილზე რომ გამოცხადდენ, მართლა ძალი და ღონე არ დაუკლიათ ძებნისთვის. თუმცა სამაშველო სამსახურის ჩართვა და ფართომასშტაბიანი ძებნა დაიწყო გუშინ 1330 საათიდან, ჩვენ თვალწინ დაიწყო მოსვლა ბრიგადებმა. ეს მაშინ როდესაც გაუჩინარებაზე ინფორმაცია პოლიციას ქონდა წინა დღის საღამოდან.
2. შანეი ბრუქსის მეგობრებს ჰქონდათ ნულოვანი უკუკავშირი პოლიციიდან, მათ არ ესაუბრებოდა არავინ, არ პასუხობდა კითხვებს. უბრალოდ შსს არ აღმოაჩნდა ინგლისურად მოსაუბრე ერთი თანამშრომელიც კი, რომელიც გამოვიდოდა ხაზზე.
3. ცალკე საკითხია გამომძიებელი ვიქტორ ავქოფაშვილი, სრულიად არაადექვატური და უზრდელი.
4. ზოგადად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა გააკეთა შსს განცხადების მიღებიდან პირველივე საათებში. ფართომასშტაბიანი ძებნა დაიწყო, როგორც ვთქვი, მხოლოდ მედიის ჩართულობის შემდეგ“, – წერს ანა დოლიძე.
შსს ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს
მაია დარსმელიძე: კიდევ რამდენი მსხვერპლი დარჩა, იმ სისხლიან ცხრა წელს რომ “გაუთანაბრდეს”?!