ოლიმპიური სოფლის დატოვებისათვის 2 ქართველ ძიუდოისტს აკრედიტაციები ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სპორტსმენებს ტოკიოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება სურდათ.
აკრედიტაციის ჩამორთმევის მიზეზი ოლიმპიური სოფლის დატოვებაა, რაც, კოვიდრეგულაციების გამო, სპორტსმენებს აკრძალული ჰქონდათ.
კოვიდრეგულაციების დამრღვევი სპორტსმენების ვინაობა არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ვერცხლის მედლის მფლობელი ქართველი ძიუდისტები არიან.