LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია გართულებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს: თამარ გაბუნია

65
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი დილის მდგომარეობით, კლინიკებში 6 700 კოვიდსაწოლია მობილიზებული, ხოლო ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით, 600 საწოლი დაემატა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ჰოსპიტალში არის 5 500, ხოლო კლინიკებისთვის მათთვის კოვიდსაწოლების დამატება გარკვეულწილად გავლილი ეტაპია.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ახლა გავდივართ პიკს, რომელიც შეიძლება 2 კვირა გაგრძელდეს: გამყრელიძე

რაც შეეხება 16-დან 18 წლამდე პირების „ფაიზერით“ აცრას, თამარ გაბუნიას თქმით,  პროცესი ყოველგვარი გართულებების და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს.

„პროცესი დაწყებულია. რამდენიმე ათეულია უკვე აცრილი, მათ შორის, სტუდენტები, დაახლოებით 20 სტუდენტი იყო, ვინც მიემგზავრებოდა და „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ეს პროცესი ყოველგვარი გართულებების და პრობლემების გარეშე გრძელდება,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გამყრელიძე: თუ ჩვენ სამ თვეში სამ მილიონ აცრას გავაკეთებთ, სრულად შევაკავებთ პანდემიის ყველა მაჩვენებელს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები