კომპანია Toyota–მა დაადასტურა, რომ თავის კლიენტებს ახალი Land Cruiser 300–ების გასხვისებას ყიდვიდან 12 თვის განმავლობაში უკრძალავს. ბრენდის წარმომადგენლებმა ახსნეს, რომ მათ არ მოსწონთ ავტომობილების საზღვრებს გარეთ მოხვედრის სქემა.
ბრენდში ძალიან დარდობენ იმ ფაქტზე, რომ ახალი Land Cruiser 300 შიდა ბაზარზე გაყიდვის შემდეგ ქვეყნის გარეთ ხვდება. გარდა ამისა, მომრავლდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ყველგანმავლები ხვდებიან რეგიონებში, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გამო უცხოეთიდან ტექნიკის შემოტანაზე მთელი რიგი შეზღუდვები არსებობს. Toyota–ში შიშობენ, რომ ადგილობრივი დილერების მიერ გაფუჭებული საქმის გამო მათ პრობლემები შეექმნებათ და ეს ყველაფერი ბრენდის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება.
Toyota–ს ხელმძღვანელობამ კანონმდებლობის დარღვევის შესახებ მთელი სადილერო ქსელი გააფრთხილა. ამიერიდან ყველა ავტოსალონი ვალდებულია, რომ კლიენტს ხელი მოაწერინოს დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ყველგანმავლის გადაყიდვა 12 თვის განმალვობაში სასტიკად აკრძალული იქნება. გარდა ამისა, თუკი კომპანიის წარმომადგენლები გაიგებენ, რომ თავდაპირველი შეკვეთა ავტომობილის სამომავლო რეალიზების მიზნით გაკეთდა, შეთანხმებას აუცილებლად გააუქმებენ.