LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეულს მიღმა: საქართველო მსოფლიოში 101-ეა

32

ფიფამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა და 332 ქულით ყატარს გაუტოლდა. ჩვენი ეროვნული გუნდი ამჟამად 101-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 და 27 მარტს, საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებებთან.

რაც შეეხება რეიტინგის ათეულს, ის უცვლელი დარჩა:

1. გერმანია – 1 609
2. ბრაზილია – 1 489
3. პორტუგალია – 1 360
4. არგენტინა – 1359
5. ბელგია – 1 337
6. პოლონეთი – 1 228
6. ესპანეთი – 1 228
8. შვეიცარია – 1 197
9. საფრანგეთი – 1 185
10. ჩილე – 1 161

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები