საგაზაფხულო კამპანიის „გაიმარტივე მგზავრობა“ ფარგლებში, „თეგეტა“ მომხმარებლებს პრემიუმ კლასის ბრენდ Firestone-ს ზაფხულის საბურავებს 80 ლარიდან სთავაზობს. აქცია მოქმედებს 31 მარტის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.
”Firestone არის პრემიუმ კლასის საბურავების მწარმოებელი კომპანია, იგი 1900 წლიდან საქმაინობს ბაზარზე და საბურავების წარმოების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.