LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულმა ოცნებამ” არ უღალატა თავის ტრადიციას და კიდევ ერთხელ გადააგდო ქართველი ხალხი და საერთაოშორისო თანამეგობრობა: ლაშა დამენია

65
ლაშა-დამენია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არ უღალატა თავის ტრადიციას და კიდევ ერთხელ გადააგდო ქართველი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა.

დამენიამ აღნიშნა, რომ ეხლა მნიშვნელოვანია საპროტესტო ელექტორატის გააქტიურება ქვეყანაში და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა, რათა გაიზარდოს წნეხი “ქართულ ოცნებაზე”.

„ქართული ოცნება თავის ტრადიციას არ ღალატობს და მან კიდევ ერთხელ გადააგდო ქართველი ხალხი და საერთაოშორისო თანამეგობრობა, ამიტომ ოპოზიცია ეხლა უნდა დაირაზმოს, კოორდინირებული მუშაობით ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა საპროტესტო ელექტორატი გავააქტიუროთ, ასევე გაგრძელდეს და გაძლიერდეს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრიბასთან და თავისუფალ სამყაროსთან, რათა გაიზარდოს წნეხი ქართულ ოცნებაზე, რათა მან ვეღარ განაგრძოს ძალადობრივი ქმედებებით საქართველოში მოღვაწეობა.“ – განაცხადა დამენიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები