LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი და სომხეთი სასაზღვრო რაიონში ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ

73
სამხედროები

„გამთენიისას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს“, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და დასძენს, რომ საპასუხო მოქმედების შედეგად, დილის 7 საათისთვის სროლა შეწყდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი საპირისპიროს ამტკიცებს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთს ადანაშაულებს.

ოფიციალურ ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის ქვედანაყოფებმა ავტომატებით და ნაღმმტყორცნებით აზერბაიჯანელ სამხედროებზე იერიში მიიტანეს, მათ კი, შეტევა საპასუხო ცეცხლით მოიგერიეს. მსხვერპლის შესახებ არცერთი მხარე არაფერს იუწყება.

აზერბაიჯანელების თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები