2021 წლის ივლისიდან საქართველოს კოლხური ტროპიკული ტყე და ჭაობიანი ტერიტორია, მათ შორის კოლხეთის ეროვნული პარკი UNESCO-ს მსოფლიოს ბუნებრივ ძეგლთა სიაშია! პროექტი USAID/Zrda ულოცავს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ამბავს და მოხარულია, რომ პროექტს წვლილი მიუძღვნის კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების საქმეში.
USAID/Zrda-მ პროექტის სამიზნე სამეგრელოს რეგიონში, ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის მიზნით, მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და 2019-2021 წლის განმავლობაში, კოლხეთის ეროვნულ პარკს – ჭურიის მხარეს სხვადასხვა მიმართულებით დახმარება გაუწია, მათ შორის:
⛺️ ტერიტორიაზე დამონტაჟდა უახლესი ტურისტული ატრაქცია, „თოკების პარკი“, რომელიც უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით თავგადასავლების მოყვარულთ საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს;
⛺️პარკს გადაეცა ჭურიას შესასვლელის რეინჯერებისთვის აღჭურვილობა და რეინჯერთა ქოხში დააინსტალირდა მზის ენერგიის გამომუშავების სისტემა;
⛺️პარკს გადაეცა თანამედროვე ტიპის, 13 მგზავრზე გათვლილი პონტონი/ნავი, რომლის მეშვეობითაც ულამაზესი შემოგარენის დათვალიერებაა შესაძლებელი;
პროექტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა სპეციალური წიგნი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკში დაცული უნიკალური საგანძურის შესახებ საინტერესო ამბებს გვიყვება.
საერთო ჯამში კი, 2019-2021 წლებში, Zrda-ს მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარება-პოპულარიზაციისათვის 532, 320 ლარს შეადგენს.