მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 16,9 მლნ აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. ამ პერიოდში განხორციელდა 18.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება – 5,9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935) და სომხეთში (5,872 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).