საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, „ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“, რადგან გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში.
„საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების მსოფლიო აღიარება – მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. იგი მოიზიდავს ვიზიტორებსა და ტურისტებს, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და რაც განსაკუთრებით მახარებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას“, – წერს კახა კუჭავა.