Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებს განიხილავს, რომლის თანახმადაც მოპედის მართვისთვის მართვის მოწმობის აღება იქნება საჭირო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებს განიხილავს, რომლის თანახმადაც მოპედის მართვისთვის მართვის მოწმობის აღება იქნება საჭირო

64
მოპედი

პარლამენტი “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ორი წლის შემდეგ განაახლებს. 2019 წლის მაისში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, მთავარი სიახლე მოპედების რეგისტრაციას უკავშირდება. მოქმედი კანონით, მოპედების რეგისტრაცია არ ხორციელდება და მისი მართვისთვის მართვის მოწმობა საჭირო არ არის.

ინიცირებული პროექტით, სწორედ მოპედებთან დაკავშირებით მართვის მოწმობას ახალი – AM კატეგორია ემატება. ასევე ხდება A2 კატეგორიის დამატება, რაც არის საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები.

მოპედების მართვის საშუალება ექნებათ პირებს, რომელთაც 16 წელი შეუსრულდებათ და მართვის მოწმობის ასაღებად შესაბამისს გამოცდას ჩააბარებენ. საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა კი, 18 წლიდან იქნება შესაძლებელი.

ცვლილბები მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში – წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები