LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მიღება განახლდა

79
გჰკგ

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„აღნიშნულ ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო, დღეს, 15:40 საათიდან, დროებით შეჩერებული იყო მგზავრთა მომსახურება. ტექნიკურმა ჯგუფმა დროულად შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა.

ამ ეტაპისთვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მგზავრთა გადაყვანას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები