LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღლივ კორპუსთან ხიდის რეაბილიტაციის გამო, დროებით, ავტობუსები უფასოდ ივლიან

97

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავალო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით დაიკეტა. ამ ფაქტის გამო, ბაგების საერთო საცხოვრებლიდან მაღლივ კორპუსამდე დაინიშნა სამი ავტობუსი, რომელიც ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება.

„რაც აშენდა, იმის შემდეგ არასდროს არ ჩატარებია რეაბილიტაცია და კაპიტალურად გვინდა, რომ ჩავუტაროთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ კონკრეტული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველდღიურ რეჟიმში, სამი ავტობუსი იქნება გამოყოფილი სტუდენტებისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს გრუპო პონტე აწარმოებს. მისი ღირებულება 515 515 ლარია. პროექტის მიხედვით, ხიდზე გამოიცვლება ასფალტის საფარი, გამაგრდება ბურჯები, მოხდება განათების სისტემის რეაბილიტაცია. გამოყოფილი თანხა ნახევარ მილიონს აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები