Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ლუგარის ლაბორატორიის შედეგებით, დელტა შტამი ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს: ამირან გამყრელიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგარის ლაბორატორიის შედეგებით, დელტა შტამი ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს: ამირან გამყრელიძე

127
კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ​კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის ვირუსის „დელტა“ შტამი შეფასებითი მაჩვენებლით 30-40 პროცენტის ფარგლებშია, თუმცა ლუგარის ლაბორატორიის შედეგებით, იგი შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს.

„მარტო ლუგარით ვერ ვიმსჯელებთ“, – თქვა ამირან გამყრელიძემ, თუმცა იქვე დაამატა, რომ დელტა შტამის გავრცელების შემთხვევები ხშირია.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელში ბავშვთა წილი 10-12%-ია.

„ტალღას რომელ ნომერს მივანიჭებთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ასეთი მრუდია: იანვრის შემდეგ, ქვეყანაში იყო სერიოზული დაღმასვლა, თებერვალი, მარტი გავიარეთ შედარებით მსუბუქად, ვიდრე დეკემბერი, იანვარი და შემდეგ აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყო ისევ ზრდა. შევედით მესამე ტალღის პიკში სადღაც მაისის შუა რიცხვებში.

17 მაისს გვქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყველა ინდიკატორის. შემდეგ  ეს დაბლა წამოვიდა. სადღაც 25 ივნისამდე უმჯობესდებოდა მდგომარეობა, 25-დან ისევ დაიწყო გაუარესება, რომელიც ყოველდღიურად, ხედავთ, რომ 2000-ის ფარგლებშია.

ამიტომ როგორმე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შევაკავოთ და არ შევიდეთ მსგავსში, რაც შემოდგომის ბოლოს გვქონდა “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იმნაძე: მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები