LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

76

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელის შემდეგ, ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ბრიუსელშივე გამართა შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, რომლებთანაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

როგორც ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განუცხადა, ამერიკას განსაკუთრებული როლი აქვს რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით. ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრის გარდა, დავით რაქვიაშვილმა პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილ შეხვედრებზეც ისაუბრა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტს ექნება ძალიან დატვირთული გრაფიკი, მისი მთავარი მიზანი შეერთებულ შტატებში მოგზაურობის არის კვლავ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე საუბარი. გვექნება რამდენიმე ღონისძიება, ერთი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სადაც პრეზიდენტი ისაუბრებს რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, იქნება ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სადაც ანალოგიური გზავნილები ექნება საქართველოს პრეზიდენტს. იქნება რიგი მაღალი დონის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტს ექნება საჯარო გამოსვლები როგორც უნივერსიტეტებში, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.ამ ღონისძიებების მხარდამჭერები არიან როგორც ატლანტიკური საბჭო, ისე ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი და ეროვნული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. პრეზიდენტის მთავარი ამოცანა ამ ვიზიტით არის, რომ გაამყაროს ამერიკის ხელისუფლებისა და ამერიკის კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების საკითხების მიმართ“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები