ახალგაზრდები, რომლებსაც კორონავირუსის გამო ინტუბაცია სჭირდებათ, ვაქცინას ითხოვენ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. ამის შესახებ საზოგადოებას ალაბამელი ექიმი, ბრიტნი კობია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ამცნობს, რომელსაც უკვე არაერთი გაზიარება აქვს. კობიას, რომელიც კოვიდ-რეანიმაციაში მუშაობს, ყოველდღე უმძიმესი სურათის ყურება უწევს.
„ადამიანები ნანობენ, რომ დროზე არ აიცრნენ, მაგრამ სინანული გვიანია. ისინი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაგვყვავს და არავინ იცის, რომელი მათგანი დააღწევს თავს ამ მდგომარეობას.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ისინი იღუპებიან, მე მათი ოჯახის წევრებთან მიწევს კონტაქტი. ერთადერტი, რასაც მათ ვურჩევ, აცრაა. გამოიყენეთ ერთადერთი იარაღი, რომლეიც ამ ვირუსის წინააღდმეგგვაქვს და დაიცავით როგორც საკუთარი თავი, ასევე გარშემომყოფები“- წერს ექიმი.
დელტა შტამის გავრცელებასთან ერთად კოვიდის შემთხვევები მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-შიც იზრდება. ალაბამას შტატი კი აშშ-ის ყველაზე „აუცრელი“ შტატია. ორი დოზით შტატის მოსახლეობის 34%-ზე ნაკლებია აცრილი.
ალაბამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის 7 915 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. აქედან 469 პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
WSFA– ს მონაცემთა თანახმად, იმ ადამიანების 96 პროცენტი, რომლებიც 1 აპრილიდან გარდაიცვალნენ კოვიდ-19-ით, სრულად ვაქცინირებულნი ან ზოგადად აცრილები არ იყვნენ.