LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

105

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ძლიერი ქარის გამო, გუშინ და დღეს გამთენიისას ჯამში 3 რეისი გაუქმდა.

კერძოდ, ფრენა გააუქმა კომპანია Air Astana-მ, რომელიც რეისს ალმატიდან ასრულებდა. ასევე გაუქმდა Turkish Airlines-ის 2 რეისი, რომელიც სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებებით უნდა შესრულებულიყო.

გარდა ამისა, ამ დრომდე აშხაბადის აეროპორტშია გაჩერებული china southern airlines – ის რეისიც, რომელიც ფრენას ურუმჩიდან ასრულებდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოფრინდება.