LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგი იქნება, თუ სამუშაო დღე 08:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათზე დასრულდება” – დამსაქმებლების ნაწილი რესტორატორთა ასოციაციის ინიციატივას იწონებს

124
1

“რესტორატორთა ასოციაცია” სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივით გამოდის.

როგორც ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, კარგი იქნება, თუ საჯარო და კერძო სექტორი სამუშაო დღეს 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს.

ბურჯანაძის მოსაზრებით, ეს გაზრდის ადამიანებში ბედნიერების ინდექსს და უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.

ინიციატივას იზიარებს ბიზნესმენი, კომპანია “რედიქს ჯგუფის” დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც. ის ამბობს, რომ კარგია, თუ საჯარო სექტორი მუშაობას 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს.რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესმენის აზრით, ამას ბიზნესი ინდივიდუალურად მოერგება.

საკითხს ეხმაურება თხილეულის და “სნექების” მწარმოებელი კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელიც – მურად ღოღაძე ამბობს, რომ ზოგადად, სიახლეებს დასაქმებულები შედარებით რთულად იღებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი მოსაზრებით, აღნიშნული ინიციატივა დადებით ბენეფიტს მოიტანს, მათ შორის, ბევრად უკეთესად დაარეგულირებს საქართველოში მოძრაობის და გადაადგილების სიტუაციას.