“აჭარა ჯგუფი” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პარტნიორობით აბასთუმანსა და სამცხე-ჯავახეთში მდგრადი ტურიზმს განავითარებს.
როგორც “აჭარა ჯგუფში” აცხადებენ, დაგეგმილია რეგიონის მასშტაბით სასტუმროების მშენებლობა და განვითარება.
➤ მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობს ხელს ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას.
➤ USAID “აჭარა ჯგუფთან” პარტნიორობით გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკის წამყვან სექტორებს, მათ შორის სტუმართმასპინძლობის, შემოქმედებით მრეწველობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებს.
ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივ პროგრამას აფასებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს რეგიონებში გაძლიერდეს ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის მხარდაჭერა:
“კომპანიამ დაამტკიცა, რომ მზადაა ინვესტიციები ჩადოს თავის თანამშრომლებში და იმ თემებში სადაც ისინი არიან წარმოდგენილნი. ერთად ჩვენ წამოვიწყებთ და დავაფინანსებთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც შექმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და გააძლიერებენ საქართველოს რეგიონების მედეგობას. ეს კი USAID-ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან ჩვენ ხელს ვუწყობთ ფართო, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც დადებითად აისახება მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე.” – USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა.
“აჭარა ჯგუფში” კი ამბობენ, რომ დასაქმების და ეკონომიკური ზრდისთვის მისაღები გარემოს შექმნა, ჯგუფისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ინკლუზიური, საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მიდგომა, რეგიონალური განვითარება და ადგილობრივი თემების გაძლიერება მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.
“აჭარა ჯგუფი” სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგროწარმოების სფეროებში წამყვანი ქართული კომპანიაა.