LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პროსტიტუცია,სათამაშო ბიზნესი, მსუბუქი ნარკოტიკები… პატრული წელში გაწყდება”

141

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დაანონსებულ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციას ეხმაურება. მისი თქმით, არის საშიშროება საკლუბო ცხოვრების, პროსტიტუციის, სათამაშო ბიზნესისა და  მსუბუქი ნარკოტიკების ქუჩის ბაზრის განვითარების.

რა არის ღამის ეკონომიკა და რა ასოციაციებს აჩენს პირველ რიგში? ყველაზე უვნებელი -საკლუბო ცხოვრება, მერე პროსტიტუცია, სათამაშო ბიზნესი და ყველაფერი ამის თანმდევი, მსუბუქი ნარკოტიკების ქუჩის ბაზრის განვითარება. ამ მიმართულებით პროტექციონისტული პოლიტიკა უმრავლეს შემთხვევაში არის ორგანიზებული დანაშაულის, ანუ მაფიის დაკვეთა. ამას გარდა, ამ მიმართულებით გააქტიურება ავტომატურად იწვევს სამართალდამცავი სისტემის ძალისხმევის გაორმაგებას ღამის საათებში. პატრული წელში გაწყდება, კრიმ.პოლის ხელმრუდი ნაწილი საშოვარზე გამოვა. მოკლედ მხიარული ღამის ცხოვრება გველოდება.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2032200753486802&id=100000906913618&pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები