LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $122 მილიონი მიიღო

38
ტურიზმი

2021 წლის ივნისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლის სახით $122.5 მილიონი დოლარი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტული შემოსავლის რეკორდული მოცულობაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანობაში მიმდინარე წლის 6 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $299.5 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ივნისის განმავლობაში საქართველოში სულ 146.6 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა. შედარებისთვის, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 287%-ით უფრო ნაკლები იყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ივნისის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი – 76,946 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.

 ქვეყნები, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1. თურქეთი – 29,606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87,0%
2. ისრაელი – 15,837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3432%
3. უკრაინა – 15,493 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1324%
4. რუსეთი – 14,967 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 332%
5. სომხეთი – 13,342 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 68,7%
6. საქართველო (არარეზიდენტი) – 10,863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 372,5%
7. ყაზახეთი – 7,328 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1374,4%
8. აზერბაიჯანი – 6,900 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 92,2%
9. საუდის არაბეთი – 6,046 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან
10. ბელარუსი – 3,809 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 381,5%
11. უზბეკეთი – 2,772 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 181,7%
12. პოლონეთი – 1,793 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5173,5%
13. აშშ – 1,709 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3251,0%
14. გერმანია – 1,633 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2412,3%
15. ირანი – 1,352 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3554,1%

ტურიზმის შედარებითი აღდგენის მიუხედავად, მისი მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის ივნისთან) შედარებით 80%-ით ნაკლებია ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივნისში ვიიზტორთა ნაკადი 2019 წლის 20%-ის დონეზე აღდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები