LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში საბურავის გახეთქვის გამო დაშავებული ბიჭი გარდაიცვალა

79

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ ვულკანიზაციაში, რამდენიმე დღის წინ დაშავდა, კლინიკა „მედინაში“ დღეს გარდაიცვალა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

ოჯახის წევრები სამედიცინო დაწესებულებას ცხედარის გაკვეთაზე უარს ეუბნებიან.

„მედინაში“ განმარტავენ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებენ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად გაკვეთა აუცილებელია. პროცედურა კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდება.

კლინიკასთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც არიან.

მრავლობითი მოტეხილობები, სხეულის დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა – ახალგაზრდა კაცმა ეს დაზიანებები საბურავის გახეთქვის შედეგად მიიღო. უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში 27 თებერვალს მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები