LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოგიკურია, რომ რცხვენოდეთ და მალავდნენ ამ ამბავს: ბოკერია კალაძის წარდგენაზე

42
1

“ევროპული საქართველოს” თავჯდომარე, გიგა ბოკერია, ქართული ოცნების მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დაანონსებას ეხმაურება.

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, საზოგადოებას სწორად უნდა ესმოდეს, რომ აქ კალაძეში არ არის საქმე და ეს არის ერთმანეთში აზელილი, ბოროტების გუნდი.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ როდესაც კალაძე საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს, სინამდვილეში ის ითხოვს ღარიბაშილის, მორგოშიას და მსგავსი ბოროტმოქმედების მხარადჭერას:

“ლოგიკურია, რომ რცხვენოდეთ და მალავდნენ ამ ამბავს, იმიტომ, რომ ახლა, დღეს, ვინც გინდა იყოს, ვინც ივანიშვილის გარემოცვის კანდიდატი იქნება სადმე და მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ჩათვალეთ, რომ ხმას აძლევთ ღარიბაშვილს ან მორგოშიას.

სწორად რომ გვესმოდეს, კალაძეში აქ აღარ არის საქმე, ეს ერთი, ერთმანეთში აზელილი, ბოროტების გუნდია, რომელიც ძალადობას გვახვევს თავს და ამიტომ ვიძახი, რომ ყველაზე გამოსაჩენი ადამიანები ამ ბოროტებაში, ღარიბაშვილი, მორგოშია და ასეთი ხალხი, მაგათ მხარდაჭერას გთხოვთ ახლა კალაძე თქვენ.” – თქვა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები