განსხვავებული ტიპის დეგუსტაცია – თბილისში ყავა Dallmayr-ის სამ არომატს დააგემოვნებენ. 8 მარტს, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ”გუდვილში” გერმანული პრემიუმ ბრენდის ”დალმაიერის” ყავის დეგუსტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე მისვლა დაინტერესებულ პირებს 14:00-დან 20:00 საათამდე შეეძლებათ.
როგორც ”ფორტუნას” ყავა Dallmayr-ის იმპორტიორ კომპანია ”ჯისი”-ში განუცხადეს, მომხმარებელი შეძლებს, ერთი სახეობის ყავის ნაცვლად, ერთდროულად 3 განსხვავებული გემო გასინჯოს და მისთვის სასურველი ყავა შეარჩიოს.
”დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება: კლასიკური – ”დალმაიერი პროდომო”, ბიოლოგიურად სუფთა ყავა-”დალმაიერი ვია ვერდე ესპრესსო” და ”დალმაიერი კრემა დ’ორო ინტენსას”- ხავერდოვანი და ინტენსიური არომატი. ზოგადად, Dallmayr არის უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდი, რომლის ყავებიც უკვე წლებია ჩამოგვაქვს საქართველოში და რეალიზაცია ”გუდვილის” ქსელში ხორციელდება. ყავის ღირებულება 12 ლარიდან იწყება და 77 ლარამდე ადის”, – აღნიშნავენ სადისტრიბუციო კომპანია ”ჯისი”-ში.
ცნობისთვის, შპს ”ჯისი” 1995 წელს დაარსდა და სხვადასხვა სახის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს. კომპანიას გააჩნია სადისტრიბუციო ქსელი მთელს საქართველოში და საკუთარი ძალებით ფარავს ქვეყნის ტერიტორიის 90%-ს.