LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხუჯაძე, ერთი ჩვეულებრივი გუგულის კვერცხია, რომელიც რუსეთმა ჩაგვიდო ბუდეში“

355

ყოფილი თანამდებობის პირი ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში მომღერალ დათო ხუჯაძის მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მომღერალმა „ივერიის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინს ვთხოვთ იმის დაბრუნებას, რაც მას არ წაურთმევია. ნუგზარ სულაშვილი ამბობს, რომ ხუჯაძის აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ ფონზე , როცა რიტორიკული კითხვა – პუტინი რატომაა მტერი? სახელმწიფო მაღალჩინოსნებსაც კი უჩნდებათ

ხუჯაძე, ერთი ჩვეულებრივი გუგულის კვერცხია, რომელიც რუსეთმა ჩაგვიდო ბუდეში…
მადლობა ღმერთს, რომ ყველა ასეთი კვერცხი მალე ლაყდება და მათი სიმყრალე ადრე თუ გვიან შემაწუხებელი ხდება.
ყველაფრისდა მიუხედავად, თავს მაინც ერთი რამით ვიმშვიდებ: ამ მონსტრი სპეცსამსახურების მქონე ქვეყანამ ვერაფრით შეძლო ინკუბატორის ტექნოლოგიების დახვეწა. 
კვერცხების დიდი ნაწილი გამოჩეკამდე ულაყდებათ.
ვფიქრობ ამ კვერცხის აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია მაშინ როდესაც სახელმწიფოს მაღალ ჩინოსანი პაატა ზაქარეიშვილი სვამს რიტორიკულ კითხვას, “პუტინი რატომაა მტერი, რა ტანკში ჩაჯდა, შემოვიდა და ხალხი დახოცა? “

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები