Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძე და ჩხვირკია პატიმრობიდან გაათავისუფლეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძე და ჩხვირკია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

95

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია ადოკატმა პაატა შავაძემ დაადასტურა.

ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი ბრალდების მხარემ სააპელაციოში 12 თებერვალს გაასაჩივრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩხვირკიას და ღოღობერიძეს 1.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა. აქამდე პროკურატურა ბრალდებულებს მასობრივი არეულობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა (სსკ-ის 225-ე მუხლი). მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას კი განაცხადა, რომ ამ მუხლით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მოსამართლის თქმით, მან მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალი 226-ე მუხლით მიუსაჯა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

ბათუმში ვითარება 2017 წლის 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ირაკლი ჩხვირკიას დედამ 12 თებერვალს შვილის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტს მიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები