LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტყოფში თაბაშირის საწარმო გაიხსნება

263

სოფელ მარტყოფში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თაბაშირის საწარმო გაიხსნება. საწარმოში 218 144 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 12 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო წელიწადში სულ  მცირე 7530 ტონა პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. თაბაშირის, ან მის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია ძირითადად ქართულ ბაზარზე, 35 კილოგრამიან ტომრებში გაიყიდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „პარტნიორს“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე, 6817 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

შეგახსენებთ, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 338 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 820 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 500–ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები