LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარსკვლავური ომების“ მომდევნო სერია შესაძლოა, საქართველოში გადაიღონ

111

საქართველოში, კერძოდ კაზრეთში, შესაძლოა, “ვარსკვლავური ომების” მომდევნო სერია გადაიღონ. ამის შესახებ “ფორტუნასთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სანდო წყაროს ინფორმაციით, ფილმის ორგანიზატორები ჩამოსულები იყვნენ საყდრისში, კაზრეთის მღვიმეებში, ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და გადასაღებად მოეწონათ.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვთ. ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ არც ეროვნული კინოცენტრში. მათი თქმით, ინფორმაცია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან გადაამოწმეს და ჯერჯერობით კომენტარს ვერ აკეთებენ.

რაც შეეხება კომპანია “აწარმოე საქართველოში”, კომპანიამ “ფორტუნას” განუცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ოფიციალური მონაცემებით, “ვარსკვლავური ომების” ტრილოგიის ბოლო ნაწილი ეკრანზე 2019 წელს გამოჩნდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.